მოხმარების წესები და პირობები

სანამ ჩვენი ვებ გვერდიდან შეუკვეთავთ ნებისმიერ საქონელს, გთხოვთ წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული მოხმარების წესები და პირობები ("მოხმარების წესები და პირობები"). ჩვენი ვებ გვერდით, მობილური აპლიკაციით ან ტელეფონით ნებისმიერი საქონელის ან სერვისის შეკვეთისას თქვენ თანხმდებით ამ წესებს და პირობებს.

  • ნაწილი 1: შესავალი
  • ჩვენ ვართ ფუდპანდა, http://www.foodpanda.com -ის ბრენდი, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.
  • ნაწილი 2: განმარტებები
    • 2.1. " შეთანხმება" არის ეს მოხმარების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, შეკვეთის ფორმა და გადახდის ინსტრუქციები რომელიც თქვენ მოგეწოდებათ;
    • 2.2. "კონფიდენციალურობის პოლიტიკა" არის ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული პოლიტიკა, რომელიც დეტალურად აღწერს თუ როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას;
    • 2.3."თქვენ" და "თქვენი" ხართ ის, ვინც იყენებს ვებ გვერდს და უკვეთავს ნებისმიერ პროდუქციას ფუდპანდას ვებ გვერდით, მობილური აპლიკაციით ან ტელეფონით;
    • 2.4. "ჩვენ", "ჩვენი" და "ფუდპანდა" არის კომპანია;
    • 2.5. "პროდუქცია" არის ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ გასაყიდად ჩვენს ვებ გვერდზე;
    • 2.6. " სერვისი" არის ნებისმიერი მომსახურეობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ და რომელიც თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით;
    • 2.7. "პარტნიორი რესტორანი" არის მესამე პირი, რომელიც დათანხმდა კომპანიას თანამშრომლობაზე, იყოს პროდუქციის და/ან სერვისის მომწოდებელი;
    • 2.8. "საკვების მიტანის სერვისი" შეესაბამება მალფუჭებად პროდუქციას და მიტანის სერვისის ნებისმიერ ფორმას, რომელიც ორგანიზებულია ფუდპანდას მიერ და სრულ პასუხისმგებლობას იღებს ფუდპანდა; და
    • 2.9. "ვებ გვერდი" არის ჩვენი ვებ გვერდი http://www.foodpanda.ge ან ჩვენი მობილური აპლიკაცია, სადაც გთვაზობთ ჩვენს პროდუქციას ან სერვისს.
  • ნაწილი 3: შეკვეთა
    • 3.1.  ჩვენ ვებ გვერდზე შეკვეთის განხორციელებისას თქვენ დებთ გარიგებას ფუდპანდასთან, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვახორციელებთ თქვენი შეკვეთის გადაგზავნას პარტნიორ რესტორანთან. თუ თქვენ ფულს წინასწარ იხდით ონლაინ, ფუდპანდა იღებს პასუხისმგებლობას თანხის დაბრუნებასა ან ანაზღაურებაზე შესაბამისი შემთხვევის დადგომისას; თუმცა, ამასთანავე პარტნიორი რესტორანია პასუხისმგებელი შეკვეთის მომზადებაზე, საკვების ხარისხზე და მიტანის სერვისის განხორციელებაზე.   თქვენ თანხმდებით და ადასტურებთ რომ შეკვეთის მიცემის დროს, თქვენს მიერ მოწოდებული თქვენი პირადი მონაცემები სანდოა და ზუსტია. თქვენ, ასევე იძლევით გარანტიას, რომ ის საკრედიტო და სადებეტო ბარათი, რომლის დეტალებსაც გვაწვდით არის თქვენი პირადი და თქვენ გაქვთ საკმარისი ფინანსები იმისთვის რომ განახორციელოთ გადახდა.
    • 3.2. მიტანის სერვისი, პროდუქცია და და სხვა ნებისმიერი სერვისი, რომელსაც თქვენ ჩვენს ვებ გვერდზე შეიძენთ, გათვლილია მხოლოდ თქვენს პირად მოხმარებაზე. თქვენ იძლევით გარანტიას, რომ თქვენს მიერ შეძენილი ნებისმიერი პროდუქცია არ არის გათვლილი გადაყიდვაზე და თქვენ მოქმედებთ, როგორც მიმღები და არა სხვა მხარის აგენტი ამ სერვისების მიღების დროს.
    • 3.3. გთხოვთ გაითვალისწონოთ რომ ზოგიერთი ჩვენი პროდუქცია შეიძლება გამიზნული იყოს მხოლოდ გარკვეული ასაკობრივი კატეგორიისთვის. თქვენ უნდა შეამოწმოთ რომ პროდუქტი რომელსაც თქვენ უკვეთავთ, გამიზნულია შესაბამისი მიმღებისთვის.
    • 3.4. როდესაც შეკვეთას აკეთებთ ჩვენი ვებ გვერდიდან, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ელექტორუნული ფოსტის და პაროლის მოწოდება. თქვენ უნდა უზრუნველყოთ ამ დეტალების კომბინაციის უსაფრთხოება და არ გადასცეთ ეს ინფორმაცია მესამე პირს.
    • 3.5. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად ვიზრუნებთ იმაზე რომ თქვენი შეკვეთის და გადახდის დეტალები იყოს დაცული, მაგრამ ჩვენი მხრიდან დაუდევრობის/გულგრილობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი ვერანაირ დანაკარგზე რომელიც თქვენ შეიძლება მიიღოთ იმ შემთხევაში თუ მესამე პირი განახორციელებს არაავტორიზებულ წვდომას ჩვენი ვებ გვერდის მიერ შენახულ თქვენს პირად ინფორმაციაზე.
    • 3.6. ნებისმიერი შეკვეთის შესრულება, რომელსაც თქვენ ანხორციელებთ ჩვენთან, დამოკიდებულია პროდუქტის ხელმისაწვდომობაზე, მიწოდების უნარიანობაზე და ჩვენი და პარტნიორი რესტორნის თანხმობაზე. როდესაც თქვენ ანხორციელებთ ონლაინ შეკვეთას, ჩვენ ელ. ფოსტით გიგზავნით წერილს, რომ დაგიდასტუროთ მისი მიღება. ეს ელექტრუნული დადასტურება მოხდება ავტომატურად და თქვენ დაგიდასტურდებათ შეკვეთის დეტალები. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თუ შეკვეთის რაიმე დეტალი შეცდომით იქნება მითითებული აღნიშნულ წერილში. ის ფაქტი, რომ თქვენ იღებთ ავტომატურ დადასტურებას არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ან პარტნიორ რესტორანს შეეძლება თქვენი შეკვეთის შესრულება. მას შემდეგ რაც დადასტურების ელექტრუნულ წერილი გამოგეგზავნებათ, ჩვენ ვამოწმებთ ხელმისაწვდომობას და მიწოდების შესაძლებლობას.
    • 3.7. თუ შეკვეთილი პროდუქცია და მოწოდება ხელმისაწვდომია, მონაწილე რესტორანი მიიღებს შეკვეთას და დაუდასტურებს ფუდპანდას. თუ შეკვეთის დეტალები სწორია, თქვენ მიიღებთ დადასტურებას მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) საშუალებით.
    • 3.8. იმ შემთხვევაში თუ თქვენ შეუკვეთეთ თვითონ ფუდპანდას მიერ შემოთავაზებული პროდუქცია, ფუდპანდა დაგიდასტურებთ მის ხელმისაწვდომობას 3.7 პუნქტში აღნიშულ დადასტურების შეტყობინებასთან ერთად ან ცალკე.
    • 3.9. დადასტურების შეტყობინება დააზუსტებს შეკვეთის დეტალებს, რომელიც ასევე მოიცავს მონაწილე რესტორნის მიერ დაზუსტებულ მოტანის სავარაუდო დროს და ასევე დაადასტურებს შეკვეთილი პროდუქციის და მიტანის სერვისის ფასს.
    • 3.10. თუ მიტანის სერვისი და/ან პროდუქცია არ არის ხელმისაწვდომი, ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ SMS-ით ან სატელეფონო ზარით.
  • ნაწილი 4: ფასები და გადახდა
    • 4.1. ნებისმიერი კონტრაქტი მიტანის სერვისის მიწოდების შესახებ არის თქვენსა და პარტნიორ რესტორანს შორის. პროდუქციის ან სერვისების მოწოდების შესახებ შეთანხმება არის თქვენსა და ფუდპანდას შორის. თქვენ თანხმდებით და ადასტურებთ რომ შეკვეთის მიცემის დროს, თქვენს მიერ მოწოდებული თქვენი პირადი მონაცემები სანდოა და ზუსტია. თქვენ ასევე იძლევით გარანტიას რომ ის საკრედიტო და სადებეტო ბარათი, რომლის დეტალებსაც თქვენ გვაწვდით, არის თქვენი პირადი და რომ თქვენ გაქვთ საკმარისი ფინანსები გადახდის განსახორციელებლად.
    • 4.2. ვებ გვედზე მოცემული ყველა ფასი არის სწორი მათი გამოქვეყნების დროისათვის, მაგრამ ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მომავალში შევცვალოთ ისინი. ფასები მოიცავს შესაბამის დამტებითი ღირებულების გადასახადს (დღგ-ს). ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას პერიოდულად შევცვალოთ და შევწყვიტოთ ვებ გვერდზე ხელმისაწვდომი პროდუქციის, ან სერვისის ან რესტორნების ჩამონათავალი.
    • 4.3. ნებისმიერი პროდუქციის ფასი, რომელიც მოცემულია ვებ გვერდზე პარტნიორი რესტორნის ან მიწოდების პარტნიორის მიერ, ასახავს იმ ფასებს რომელსაც პარტნიორი რესტორანი ან მესამე პირი აწესებს ჩამონათვალის მოწოდების დროს. ჩვენ ვზრუნავთ მათ მუდმივ განახლებაზე. იმ შემთხვევაში თუ მოცემული ფასი არ არის მიმდინარე და რესტორანი დაუყოვნებლივ გვაცნობებს ამის შესახებ შეკვეთის მიღებისას, ჩვენ დაგიკავშირდებით და გაცნობებთ ფასის სხვაობის შესახებ და თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ შეკვეთაზე.
    • 4.4. ფუდპანდას პროდუქციისა და სერვისის ფასები, რომელიც მოცემულია ვებ გვერდზე ასახავს ფასებს მათი განთავსების პერიოდისთვის. ჩვენ ვზრუნავთ მათ მუდმივ განახლებაზე. იმ შემთხვევაში თუ მოცემული ფასი არ არის მიმდინარე, ჩვენ დაგიკავშირდებით და გაცნობებთ ფასის სხვაობის შესახებ და თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ შეკვეთაზე.
    • 4.5. ფუდპანდას ან მესამე მომწოდებელი პირის მიტანის ფასები რომელიც მოცემულია ვებ გვერდზე არის სწორი გამოქვეყენების დროისთვის, მაგრამ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ისინი მომავალში.
    • 4.6. პროდუქციის, მიტანის სერვისის ან სხვა დამატებითი ხარჯების მთლიანი ფასი გამოჩნდება ვებ გვერდზე შეკვეთის გაკეთების დროს. გადახდა უნდა მოხდეს ყველა შეკვეთილ პროდუქტზე და მიწოდებულ სერვისზე. გადახდა უნდა განხორციელდეს ნაღდი ანგარიშსწორებით ან თუ ეს შესაძლებელია - ონლიანი გადახდით ვებ გვერდზე (საკრედიტო ან სადებეტო ბარათით).
    • 4.7. თუ თქვენ ირჩევთ ონლიან გადახდას, მაშინ უნდა გადაიხადოთ შეკვეთის მოწოდებამდე. იმისთვის, რომ ონლიან შეძენა იყოს უსაფრთხო, თქვენი საკრედიტო/სადებეტო ბარათის დეტალები დაიშიფრება, რათა თავიდან ავიცილოთ იმის შესაძლებლობა რომ ვინმემ წაიკითხოს ისინი ინტერნეტის მეშვეობით გამოგზავნისას. თქვენმა საკრედიტო კომპანიამ შეიძლება ასევე განახორციელოს უსაფრთხოების შემოწმება, იმისათვის რომ დაადასტუროს რომ ნამდვილად თქვენ აკეთებთ შეკვეთას.
    • 4.8. ონლაინ გადახდები მიიღება შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია Emerging Markets Online Food Delivery S.à r.l.-ს მიერ, რომელიც მოქმედებს ლუქსემბურგის კანონმდებლობის შესაბამისად და არის ადგილობრივი კომპანიის მფლობელი საქართველოში. შესაძლებელია დაემატოს საერთაშორისო გადარიცხვის ხარჯებიც.
  • ნაწილი 5: მიწოდება
    • 5.1. მიტანის დრო რომელიც მოცემულია შეკვეთის დროს, არის სავარაუდო და შეიძლება შეიცვალოს. პროდუქცია მოწოდებული იქნება თქვენს მიერ შეკვეთის დროს მითითებულ მისამართზე.
    • 5.2. თუ მიწოდება ხორციელდება პარტნიორი რესტორნის ან მისი მიწოდების აგენტების მიერ, შეკვეთის დროული მიწოდება არის მხოლოდ პარტნიორი რესტორნის პასუხისმგებლობის საკითხი.
    • 5.3. იმ შემთხვევეში თუ მიტანა ხორციელდება ფუდპანდას ან მის მიერ დანიშნული მიწოდების მესამე პირის მიერ, ჩვენ ყველანაირად ვიზრუნებთ რომ დროულ მოგეწოდოთ პროდუქცია. ფუდპანდა არ იღებს პასუხისმგებლობას დაგვიანებულ მიტანაზე არც ერთ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში.
    • 5.4. ყველა მიწოდება ხორციელდება სანდო კურიერის მიერ. ჩვენ და პარტნიორი რესტორანი ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ მიწოდება განხორციელდეს დროულად, მაგრამ ჩვენ პასუხს არ ვაგებთ დანაკარგზე რომელიც შეიძლება თქვენ მოგადგეთ დაგვიანებული შეკვეთის გამო. თუ პროდუქცია არ მოგეწოდათ ჩვენს მიერ წინასწარ შეტყობინებულ სავარაუდო დროში, გთხოვთ პირველ რიგში დაუკავშირდეთ პარტნიორ რესტორანს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ, ტელეფონით ან ელექტორნული ფოსტით და ჩვენ ვეცდებით უზრუნველვყოთ, რომ თქვენი შეკვეთა მიიღოთ რაც შეიძლება მალე.
    • 5.5. დაგვიანებული მიტანის შემთხვევაში ფუდპანდა არც გაგიუქმებთ და არც აგინაზღაურებთ მიტანის საფასურს.
    • 5.6.ყველა რისკი, რომელიც დაკავშირებულია პროდუქციასთან და მის მიტანასთან, მოწოდების დროს გადმოდის თქვენზე.
    • 5.7.იმ შემთხვევეში თუ შეკვეთის მოტანის დროს თქვენ ვერ მოახერხებთ მოტანილი შეკვეთის და/ან პროდუქციის დროულად აღებას/ჩაბარებას, ან ჩვენ ვერ ვახერხებთ დროულად მოწოდებას იმ მიზეზით, რომ თქვენ ვერ/არ მოგვაწოდეთ შესაბამისი ინსტრუქციები ან ავტორიზაცია, ასეთ შემთხვევაში ეს პროდუქცია მაინც ითვლება თქვენთვის მოწოდებულად და ასეთ პროდუქციასთან დაკავშირებული რისკები და პასუხისმგებლობა გადმოდის თქვენზე. შენახვის, დაზღვევის და სხვა ღირებულება, რომელიც წარმოგვეშვება ჩვენ მიწოდების შეუძლებლობის შედეგად, წარმოადგენს თქვენს პასუხისმგებლობას და თქვენ ვალდებული ხართ, მთლიანად აგვინაზღაუროთ ასეთი ხარჯები.
    • 5.8. თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ პროდუქციის და/ან მომსახურების მიწოდების დროს და ადგილზე უზრუნველყოფილი იყოს ადექვატური პირობები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს ამგვარი პროდუქციის უსაფრთხოდ მიწოდება. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ნებისმიერ დაზიანებაზე, ღირებულებასა ან ხარჯზე, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ მიტანის ადგილზე მისასვლელად საჭირო შესაბამის პირობებს.
    • 5.9. პარტნიორი რესტორნები რომლებიც მოამზადებენ თქვენს შეკვეთას, მიზანად ისახავენ შემდეგს:
      • 5.9.1. მოგაწოდონ პროდუქცია იმ ადგილზე, რომელიც თქვენ მიუთითეთ შეკვეთის გაკეთების დროს;
      • 5.9.2. მოწოდება განახორციელონ იმ დროში, რომელიც დადასტურებულია რესტორნის მიერ;
      • 5.9.3. გაცნობონ, რომ არ შეუძლიათ შეკვეთის მოტანა წინასწარ დადასტურებულ/შეთანხმებულ დროში.
    • 5.10. პარტნიორი რესტორანი და ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ დანაკარგზე, ვალდებულებებზე, საფასურზე, ზიანზე ან ხარჯზე, რომელიც გამოწვეულია დაგვიანებული მოწოდებით;
    • 5.11. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ პარტნიორმა რესტორანმა შეიძლება ვერ განახორციელოს მიწოდება ზოგიერთ ადგილზე. თუ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ჩვენი პარტნიორი რესტორანი ან ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ იმ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, რომელსაც გვაწოდებთ შეკვეთის დროს. ასეთ დროს ჩვენ ვუზრუნველვყობთ შეკვეთის გაუქმებას ან მიწოდებას ალტერნატიულ მისამართზე;
  • ნაწილი 6: გაუქმება
    • 6.1.  თქვენ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ტელეფონით პარტნიორ რესტორანს თუ გადაწყვეტთ შეკვეთის გაუქმებას (სასურველია ტელეფონით) და უკარნახოთ თქვენი შეკვეთის ნომერი. თუ რესტორანი მიიღებს გაუქმებას თქვენ არ მოგიწევთ გაუქმების საკომისიოს გადახდა. თუ რესტორანი უარს ამბობს შეკვეთის გაუქმებაზე, მაგალითად იმიტომ რომ პროდუქციის მომზადება უკვე დამთავრებულია და/ან მიმწოდებელი პერსონალი უკვე გაგზავნილია შეკვეთის ადგილზე, შეკვეთა არ შეიძლება გაუქმდეს. ჩვენ ვერ ავანაზღაურებთ შეკვეთას, რომელიც უკვე გაგზავნილია.   მიუხედავად ზემოთ ნახსენებისა, თუ თქვენ შეკვეთის ღირებულება გადაიხადეთ ონლაინ, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ფუდპანდას თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაშიც, ნებისმიერი დამატებითი შეკითხვების ან პრობლემების შესახებ რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ გადახდილ შეკვეთებთან, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ფუდპანდას.
    • 6.2. ჩვენ შეიძლება გავაუქმოთ შეკვეთა თუ რომელიმე პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი რაიმე მიზეზის გამო. ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ და დავაბრუნებთ ნებისმიერ თანხას რომელიც თქვენ გადაიხადეთ;
    • 6.3. თუ გაუქმება მოხდა დროულად და რესტორანმა მიიღო გაუქმება, ჩვენ 14 დღის განმავლობაში აგინაზღაურებთ ან თქვენი ბანკის ბარათზე დაგიბრუნებთ მთლიან თანხას, რომელიც ასევე მოიცავს პროდუქციის მიტანის საფასურს.
    • 6.4. იმ შემთხვევაში თუ პარტნიორი რესტორანი მოგაწვდით არასწორ საქონელს, თქვენ უფლება გაქვთ უარყოთ არასწორი საქონლის მოწოდება და თქვენ მთლიანად აგინაზღაურდებათ დახარჯული თანხა. იმ შემთხვევაში თუ პატნიორ რესტორანს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ნაწილობრივი მოწოდება (ზოგი საქონელი შიეძლება არ იყოს ხელმისაწვდომი), მათმა მომსახურე პერსონალმა უნდა გაცნობოთ ამის შესახებ ან შემოგთავზოთ დანაკლისის სხვა საქონლით ჩანაცვლება. თქვენ უფლება გაქვთ უარი თქვათ ნაწილობრივ შეკვეთაზე მოწოდებამდე და მიიღოთ ხარჯის ანაზღაურება. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ არასწორ ან ნაწილობრივ მოწოდებაზე. ეს საკითხი პირდაპირ პარტნიორ რესტორანთან უნდა მოგვარდეს.
  • ნაწილი 7: ინფორმაცია
    • 7.1. როდესაც ჩვენ მოვითხოვთ ინფორმაციას თქვენგან, იმისთვის რომ განვახორციელოთ მიტანის სერვისის ან პროდუქციის მიწოდება, თქვენ თანხმდებით რომ მოგვაწოდებთ ზუსტ და სრულყოფილ ინფორმაციას.
    • 7.2. თქვენ უფლებას გვანიჭებთ ჩვენ, რათა გამოვიყენოთ, შევინახოთ ან დავამუშავოთ თქვენი პირადი ინფორმაცია იმისათვის, რომ განვახორციელოთ პროდუქციის ან მიტანის სერვისის მიწოდება და ასევე გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია მარკეტინგის და კრედიტ კონტროლის მიზნით (the " მიზანი").. მიზანი შეიძლება შეიცავდეს დროდადრო თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას შერჩეული მესამე პირისთვის, როდესაც ჩვენ გვჯერა, რომ ასეთ მესამე პირების შემოთავაზებული სერვისები შეიძლება წარმოადგენდეს თქვენი ინტერესის საგანს, ან როდესაც ეს არის კანონის მოთხოვნა, ან იმისათვის რომ განხორციელდეს პროდუქციის და მიტანის სერვისის მოწოდება თქვენთვის. უფრო დეტალური ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
    • 7.3. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ იმ პერსონალური ინფორმაციის ასლი, რომელიც ჩვენ გვაქვს თქვენს შესახებ. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ თუ გსურთ ამ ინფორმაციის მოთხოვნა.
  • ნაწილი 8: დაკავშირებული ვებ გვერდები
  • ჩვენს ვებ გვერდზე შეიძლება იყოს იმ მესამე პირების ვებ გვერდების ლინკები, რომლებიც ჩვენი აზრით თქვენთვის იქნება საინტერესო. ჩვენ არ წარმოვადგენთ ასეთი მესამე პირების საქონელს ან სერვისებს და ასევე არ გვაქვს რაიმე სახის კონტროლი ამ ვებ გვერდების შინაარსსა და ხელმისაწვდომობაზე. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას მესამე პირების ვებ გვერდების შინაარსსა, სერვისებსა და პროდუქციაზე, რომელიც მათ შეიძლება მოგაწოდონ.
  • ნაწილი 9: საჩივრები
  • ჩვენ ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ საჩივრებს და მიზნად ვისახავთ ვუპასუხოთ ნებისმიერ თქვენს საჩივარს 5 სამუშაო დღეში. ყველა საჩივარი გამოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: [email protected]
  • ნაწილი 10: პასუხისმგებლობის შეზღუდვები
    • 10.1. დიდი ყურადღება ეთმობა იმას, რომ ამ ვებ გვერდზე მოცემული ინფორმაცია იყოს უშეცდომო. ჩვენ ბოდიშს ვიხდით ნებისმიერ შეცდომაზე ან უზუსტობაზე, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ საიტზე. ჩვენ აგრეთვე მუდმივად ვეცდებით ყურადღება დავუთმოთ ვებ გვერდის ტექნიკურ გამართულობას, მაგრამ ჩვენ ვერ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ჩვენი ვებ გვერდის მოხმარებისას თქენ არ შეგხვდებათ ხარვეზები, ან ვეგ გვერდი და სერვერი რომელზეც ის არის განთავსებული იქნება ტექნიკური პრობლემბის და ვირუსების გარეშე.
    • 10.2. ამ პირობებზე დათანხმებით თქვენ თანხმდებით გაგვათავისუფლოთ ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც შეიძლება გაჩნდეს თქვენს მიერ მესამე პირის ინფორმაციის ან ვებ გვერდის გამოყენების დროს და ასევე იმ დროს, როდესაც თქვენ მოიხმართ პარტნიორი რესტორნის მიერ მოწოდებულ ნებისმიერი სახის საკვებს ან სასმელს.
    • 10.3. ჩვენ იმ ფარგლებში რომელიც დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით, უარს ვამბობთ ყველანაირ პასუხისმგებლობაზე თქვენს წინაშე საკვები პროდუქციისა და მიტანის სერვისების მოწოდებისათვის,. ეს არ მოქმედებს, თქვენი, როგორც მომხმარებლის კანონიერ უფლებებზე. თუ ჩვენ პასუხმგებელი აღმოვჩნდებით თქვენს წინაშე ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის გამო, ასეთი პასუხიმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც თქვენ გადაიხადეთ შესაბამისი საქონლისა და სერვისებისათვის. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ პასუხისმგებელნი ნებისმიერ დანაკარგზე, დაზიანებასა თუ ხარჯზე, მათ შორის თქვენი შემოსავლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკარგვაზე. პასუხისმგებლობის ეს შეზღუდვა არ ეხება პირად ზიანს ან სიკვდილს, რომელიც გამოწვეულია პირდაპირ თქვენი დაუდევრობის შედეგად.
    • 10.4. ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას გადმოცემული ინფორმაციის დაგვიანებაზე, შეუსრულებლობაზე, შეცდომებზე ან დაკარგვაზე, აგრეთვე ვირუსებზე ან სხვა დაბინძურებასა და დესტრუქციულ თვისებებზე, რომელიც გადაეცა თქვენი კომპიუტერის სისტემას ჩვენი ვებ გვერდიდან.
    • 10.5. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ სერვისების ან პროდუქციის მოწოდების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, როდესაც ასეთი შეფერხებები გამოწვეულია იმ ქმედებით, რომელიც სცდება ჩვენი შესაძლებლობების გონივრულ ფარგლებს, როგორიც არის ბუნებრივი მოვლენების/სტიქიების შემთხვევები ან მესამე პირთა ქმედებები.
    • 10.6. თუ ჩვენ მივიღეთ ერთი და იგივე ან მსგავსი შეკვეთა ერთდროულად რამდენიმე მომხარებელზე და ჩვენ ხელი შეგვეშალა ჩვენი მოვალეობის სრულად შესრულებაში ფორს მაჟორული მოვლენის გამო, ჩვენ ჩვენი შეხედულებების მიხედვით გადავწყვეტთ რომელი შეკვეთა შევასრულოთ და რა მოცულობით.
    • 10.7. ჩვენს მიერ გაყიდული პროდუქცია გათვლილია პირად საშინაო და სამომხმარებლო გამოყენებაზე. შესაბამისად ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას არაპირდაპირ დანაკარგზე, შედეგობრივ დანაკარგზე, მონაცემების დაკარგვაზე, შემოსავლის ან სარგებლის დაკარგვაზე, საკუთრების დანაკარგზე ან დაზიანებაზე და/ან მესამე პირის მოთხოვნის გამო დანაკარგზე, რომელიც წარმოქმნება ვებ გვერდის გამოყენებისას ან ჩვენთან პროდუქციის ან სერვისების შეძენისას.
    • 10.8. ჩვენ გადავდგით ყველა გონივრული ნაბიჯი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინტერნეტ თაღლითობა და ვუზრუნველვყოთ თქვენგან მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოება, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაზე, როდესაც შეიძლება მოხდეს ჩვენს ან ჩვენს მიერ გამოყენებული მესამე პირების უსაფრთხო კომპიუტერულ სერვერებზე არაავტორიზებული პირების შესვლა.
  • ნაწილი 11: ზოგადი
    • 11.1. ყველა ფასი მოცემულია ქართულ ლარში. დღგ შედის ფასში.
    • 11.2. ჩვენ დროდადრო შეიძლება შეცვალოთ ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისების და პროდუქციის ნაწილი ან ნაწილები და ასევე, თქვენი თანხმობის ან თქვენთვის შეტყობინების აუცილებელი პირობის გარეშე, შევცვალოთ ჩვენი უფლებების ნაწილი ან ნაწილები, რომელიც მოცემულია ამ მოხმარების წესებში და პირობებში.
    • 11.3. ჩვენ შეიძლება შევცვალოთ მოხმარების წესები და პირობები, თქვენთვის შეტყობინების გარეშე.
    • 11.4. გადახდა უნდა განხორციელდეს პროდუქციის ან სერვისების შეკვეთის დროს საკრედიტო/სადებეტო ბარათით ან მიწოდების დროს ნაღდი ანგარიშსწორებით. თუ თქვენ არ გადაიხდით საფასაურს დროულად, თქვენი შეკვეთა გაუქმდება.
    • 11.5. არ გამოიყენოთ ავტომატური სისტემა ან პროგრამა ჩვენს ვებ გვერდთან ან მის ონლაინ შეკვეთის ფუნქციასთან მიმართებაში;
    • 11.6. არ შეაგროვოთ პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია ამ ვებ გვერდიდან, არ გამოიყენოთ ვებ გვერდის მიერ მოწოდებული საკომუნიკაციო სისტემები კომერცული შუამავლობისთვის, არ უშუამოვალოთ ვებ გვერდის ნებისმიერ მომხმარებელს არანარი მიზნით, არ გამოაქვეყნოთ ან გაავრცელოთ რაიმე ვაუჩერები და კოდები და არ გატეხოთ ეს ვებ გვერდი.
    • 11.7. მოხმარების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, შეკვეთის ფორმა და გადახდის ინსტრუქცია წარმოადგენს ჩვენს და თქვენს შორის მთლიან შეთანხმებას. სხვა გამოხატული ან ნაგულისხმევი პირობები არ არის ამ შეთანხმების ნაწილი. იმ შემთხვევაში თუ რაიმე კონფლიქტი წარმოიშობა ამ პორობებსა და ვებ გვერდზე მოცემულ სხვა პირობებსა და დებულებებს შორის, უპირატესად გამოიყენება ეს მოხმარების წესები და პირობები.
    • 11.8. თუ ჩვენი გარიგების ნებიმიერი პირობა მიჩნეული იქნება არასწორად, უკანონოდ ან შეუძლებელი იქნება მისი შესრულება, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთი პირობები წაიშლება ან ამოღებული იქნება და დარჩენილი შეთანხმება ძალაში იქნება ასეთი პირობების გარეშე.
    • 11.9. ეს პირობები და ჩვენი შეთანხმება მოქმდებს და აგებულია საქართველოს კანონებთან შესაბამისობაში. მხარეები შესაბამისად ექვემდებარებიან საქართველოს სასამართლოს იურისდიქციას.
    • 11.10. დაგვიანება ან წარუმატებლობა ჩვენი მხრიდან, რომ განვახორციელოთ ჩვენი უფლებები ან შესაძლებლობები შეთანხმების ფარგლებში, არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი მხრიდან ამ უფლებებსა და საშუალებებზე უარის თქმას, თუ ასეთი უარი არ არის დადასტურებული წერილობითი ფორმით.
    • 11.11. ეს მოხმარების წესები და პირობები და ხელშეკრულება (და ყველა არასახელშეკრულებო ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია ან გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან) მოქმედებს და აგებულია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ორივე ჩვენგანი (ჩვენ და თქვენ), შესაბამისად ემორჩილება საქართველოს სასამართლოს იურისდიქციას. ჩვენს შორის არსებული ყველა ურთიერთობა, მიმოწერა და კონტაქტი უნდა შედგეს და განხორციელდეს ქართულ ენაზე.
    • 11.12. შეთავაზებები ძალაშია შეზღუდული პერიოდით და მათი გაუქმება ფუდპანდას შეუძლია ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

Foodpanda.ge არის Foodpanda GmbH-ს საკუთრება.

 

 

foodpandaს მობილური აპლიკაცია
ფუდპანდა თქვენს მობილურში!

გადმოიწერეთ ჩვენი აპლიკაცია და შეუკვეთეთ საკვები ნებისმიერი ადგილიდან!