კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ იყენებს ფუდპანდა ჯორჯია, როგორც http://www.foodpanda.com-ის ბრენდი, თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენი სერვისების (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი ვებ გვერდის, მობილური აპლიკაციის და სხვა დანარჩენი სერვისების) გამოყენების დროს.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ ჩვენ თქვენს შესახებ?



ჩვენ ვაგროვებთ პირად ინფორმაციას თქვენს შესახებ, როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქციას ან მომსახურებას ჩვენთან, ან ზოგადად სარგებლობთ ჩვენი ვებ გვერდით. ჩვენ, ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას მაშინ, როდესაც თქვენ მონაწილეობთ მომხმარებელთა გამოკითხვაში.ვებ გვერდის მოხმარების შესახებ ინფორმაცია, ასევე შეიძლება შეგროვდეს "cookies" გამოყენებით.

Cookies და Google Analytics

"cookies" არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც თავსდება თქვენს კომპიუტერზე იმ ვებ გვერდების მიერ, რომლებსაც სტუმრობთ. ისინი ფართოდ გამოიყენება ინტერნეტ სივრცეში ვებ გვერდების მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად და აგრეთვე ვებ გვერდების მფლობელების მიერ ინფორმაციის მისაღებად.


ეს ვებ გვერდი იყენებს Google Analytics - ვებ გვერდის ანალიტიკის სერვისს, რომელიც მოწოდებულია Google, Inc. ("Google")-ის მიერ. Google Analytics იყენებს "cookies" - თქვენს კომპიუტერზე შენახულ ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ეხმარება ვებ გვერდს გაანალიზოს ის, თუ როგორ იყენებს მომხმარებელი ვებ გვერდს. "cookie"-ს მიერ შეგროვებული ინფორმაცია თქვენს მიერ ვებ გვერდის მოხმარების შესახებ გადაეცემა და ინახება "Google"-ის სერვერზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ ეს ვებ გვერდი აანონიმურებს IP მისამართს, "Google" ნაწილობრივ დაფარავს თქვენს IP მისამართს ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) სხვა ქვეყანაში და ისე გადასცემს აშშ-ს. თქვენი სრული IP მისამართი ამერიკის შეერთებული შტატების გუგლ სერვერზე გადაცემული იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და შემდგომში იქ მოხდება მისი ნაწილობრივ დაფარვა. "Google" გამოიყენებს ამ ინფორმაციას რათა შეაფასოს თქვენს მიერ ვებ გვერდის მოხმარება, ვებ გვერდის ოპერატორებისთვის შეადგინოს ანგარიშები ვებ გვერდის აქტივობების შესახებ და უზრუნველყოს ვებ გვერდისთვის გვერდის აქტოვობებთან და შიდა მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიწოდება. "Google" თქვენს IP მისამართს არ დაუკავშირებს ნებისმიერ სხვა მონაცემებს, რომელსაც ის ფლობს. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ "cookies" გამოყენებაზე თქვენს ბრაუზერში შესაბამისი პარამეტრების შეცვლის გზით, მაგრამ მხედველობაში იქონიეთ რომ ამ შემთხვევაში, შეიძლება დაკარგოთ ვებ გვერდის სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა.ამ ვებ გვერდის გამოყენებით თქვენ თანხმდებით რომ "Google"-მა გამოიყენოს თქვენს შესახებ მონაცემები ზემოთ აღნიშნული საშუალებებით და მიზნებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ "Google"-ის მიერ "cookies" მეშვეობით ინფორმაციის შეგროვება (მათ შორის IP მისამართის) და დამუშავება თუ ჩამოტვირთავთ და დააინსტალირებთ ბრაუზერის მოცემულ პლაგინს: https://tools.google.com/dlpage/gaoptout

ვებ გვერდების უმეტესობა საშუალებას იძლევა გარკვეულწილად გააკონტროლოთ უმეტესობა "cookies" ბრაუზერის პარამეტრების მეშვეობით. "cookies" შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად (მაგ. როგორ ნახოთ რა "cookie" ფაილები ჩაიტვირთა თქვენს კომპიუტერზე ან გაიგოთ როგორ მართოთ და წაშალოთ ისინი) ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს: www.allaboutcookies.org.

როგორ გამოვიყენებთ იმ ინფორმაციას, რომელსაც თქვენს შესახებ ვაგროვებთ?



ინფორმაცია, რომელსაც თქვენს შესახებ ვაგროვებთ, გამოიყენება თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად და თქვენი ანგარიშის სამართავად. ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია, რომ ელ.ფოსტაზე გამომიგზავნოთ ინფორმაცია იმ საქონლის და სერვისების შესახებ, რომელიც ჩვენი აზრით თქვენ დაგაინტერესებთ.

თქვენი შეკვეთის დამუშავების დროს, თქვენს შესახებ ინფორმაცია ჩვენ შეიძლება გადავაგზავნოთ საკრედიტო და თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტოებთან.

დროდადრო ჩვენ შეიძლება გავუგზავნოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია იმ მესამე პირებს, რომლებსაც ჩვენი აზრით აქვთ ის პროდუქცია და სერვისები რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ. თუ თქვენ არა გაქვთ სურვილი რომ მესამე პირები დაგიკავშირდნენ, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

წვდომა თქვენს ინფორმაციაზე

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ იმ ინფორმაციის ასლი, რომელსაც ჩვენ თქვენს შესახებ ვფლობთ. თუ გსურთ, მიიღოთ ამ ინფორმაციის ასლი გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: [email protected]. თქვენ მოგიწევთ მცირედი თანხის გადახდა ამ მოთხოვნის შესასრულებლად.

სხვა ვებ გვერდები


ჩვენს ვებ გვერდზე პერიოდულად შეიძლება ნახოთ სხვა ვებ გვერდების ლინკები. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება მხოლოდ ჩვენს გვერდს. შესაბამისად, სხვა ვებ გვერდების გამოყენებისას, თქვენ უნდა წაიკითხოთ მათი კონფიდენიციალურობის პოლიტიკა.

 

foodpandaს მობილური აპლიკაცია
ფუდპანდა თქვენს მობილურში!

გადმოიწერეთ ჩვენი აპლიკაცია და შეუკვეთეთ საკვები ნებისმიერი ადგილიდან!