როგორ მუშაობს

ფუდპანდაზე თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი კერძები სხვდასხვა ტიპის რესტორნებიდან და რაც მთავარია ისარგებლოთ საკვების ადგილზე მიტანის სერვისით.


როგორ მუშაობს ფუდპანდა:
 

 
მოძებნეთ რესტორანი
მთავარ გვერდზე შეიყვანეთ თქვენი უბანი. დაათვალიერეთ რესტორნების მრავალფეროვანი ჩამონათვალი. აირჩიეთ სასურველი რესტორანი და დაათვალიერეთ მისი მენიუ.
 
შეუკვეთეთ სასურველი კერძები
შეადგინეთ შეკვეთა - სასურველი რესტორნის მენიუდან აირჩიეთ კერძები და სასმელები. საჭიროების შემთხვევაში თქვენ მოგთხოვენ ვარიანტების არჩევას (მაგ. პიცის ტოპინგები). თქვენს მიერ არჩეული კერძები და სასმელები თქვენს კალათაში გადაინაცვლებს.
 
შეკვეთის დასრულება და გადახდა
როდესაც დაასრულებთ კერძების და სასმელების არჩევას, დააჭირეთ ღილაკს "შეკვეთა", შეიყვანეთ თქვენი მისამართი და მიჰყევით ინსტრუქციას. გადახდა შესაძლებელია: 1) ნაღდი ფულით, შეკვეთის ადგილზე მოტანისას 2) ონლაინ, საბანკო ბარათით (visa ან mastercard) და 3) ან ზოგიერთ შემთხვევაში (დამოკიდებულია რესტორანზე) ბარათით ადგილზე მოტანისას (ტერმინალით)
 
ადგილზე მიტანა
ჩვენ გამოგიგზავნით SMS-ს თქვენი შეკვეთის დასადასტურებლად და შეგატყობინებთ სავარაუდო მოტანის დროს. ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე 250 77 55

 

foodpandaს მობილური აპლიკაცია
ფუდპანდა თქვენს მობილურში!

გადმოიწერეთ ჩვენი აპლიკაცია და შეუკვეთეთ საკვები ნებისმიერი ადგილიდან!