კონტაქტი

FAQs

ხშირად დასმული კითხვები

  • თქვენ მიერ განხორციელებულ შეკვეთას რესტორანი ავტომატურად იღებს. თუ რომელიმე კერძის მომზადება ვერ ხერხდება, ცხელი ხაზის ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შემოგთავაზებთ ალტერნატიული კერძის დამატებას. მას შემდეგ რაც შეკვეთა გამზადდება, რესტორანი მაქსიმალურად სწრაფად ეცდება მოგიტანოთ კერძები დანიშნულების ადგილზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეკვეთის დაგვინების მიზეზი შეიძლება გახდეს გადატვირთული გზები ან ამინდი..

    დაგვიანების შემთხვევაში შეიგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზზე: (+99532) 250-77-55 ან მოგვწეროთ [email protected]

  • ვაუჩერის კოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ გადახდისას. რესტორნების ფილტრში მონიშნეთ "ონლაინ გადახდა" და თქვენ იხილავთ ყველა იმ ობიექტს, რომელზეც შესაძლებელია ვაუჩერის გამოყენება. მას შემდეგ რაც აარჩევთ რესტორანს და კერძებს, გვერდის ბოლო ველში შეიყვანეთ ვაუჩერის კოდი. კოდის შეყვანის შემდეგ შეკვეთის ჯამურ თანხას ავტომატურად გამოაკლდება ვაუჩერის თანხა და გადასახდელი გექნებათ მხოლოდ თანხის დარჩენილი ოდენობა. ერთ შეკვეთაზე მხოლოდ ერთი ვაუჩერის გამოყენებაა შესაძლებელი. თუ თქვენი ვაუჩერი არ მუშაობს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

  • Foodpanda ყოველ კვირას სხვადასხვა რესტორნების შეთავაზებებს გთავაზობთ. ყველა შეთავაზების სანახავად გამოიყენეთ ფილტრის ღილაკი “შეთავაზებები”.

    შეთავაზებები

შეკვეთა

  • შესაკვეთად სულ 3 მარტივი საფეხურის გავლა მოგიწევთ:

    1. გვითხარით სად იმყოფებით: შეიყვანეთ თქვენი ქალაქი და უბანი - თქვენ საშუალება გაქვთ იხილოთ იმ რესტორნების ჩამონათვალი, რომლებიც ახორციელებენ მიტანის სერვისს თქვენს უბანში.

    2. აირჩიეთ სასურველი კერძი: მონიშნეთ ის რესტორანი და კერძ(ებ)ი, რომელიც გნებავთ; შეგიძლიათ ძიების ველში მიუთითოთ რესტორნის დასახელება, კერძი, სამზარეულოს ტიპი ან სხვა საძიებო სიტყვა.

    3. მისამართი: მიუთითეთ თქვენი მისამართი, გადახდის მეთოდი და ტელეფონის ნომერი. გთხოვთ გადაამოწმოთ რომ ტელეფონის ნომერი სწორად გაქვთ მითითებული იმისათვის, რომ მოვახერხოთ თქვენთან დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში.

    ამის შემდეგ შეგიძლიათ გემრიელად მოკალათდეთ და დაელოდოთ შეკვეთას!

  • თუ შეკვეთაში ცვლილების შეტანა ან მისი გაუქმება გსურთ, გთხოვთ შეკვეთის განხორციელებიდან 5 წუთის განვმალობაში დაგვიკავშირდეთ ნომერზე 032507755 იმისთვის, რომ დროულად, კერძის მომზადების დაწყებამდე შევძლოთ რესტორნის გაფრთხილება.

  • დიახ, შეკვეთის განსახორციელებლად საჭიროა ფუდპანდას ანგარიშის შექმნა. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ თქვენი facebook ანგარიშით ან პირადი ელ. ფოსტის მისამართით.

  • ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მიმდინარე შეკვეთა აქვს რესტორანს, ასევე გზების გადატვირთულობაზე, ამინდზე და რა თქმა უნდა მანძილზე თქვენსა და რესტორანს შორის. ჩვენს ვებ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ყველა რესტორნის სავარაუდო მიტანის დრო თქვენი უბნისათვის. შეკვეთის განხორციელების შემდეგ თქვენ მიიღებთ დასტურს SMS შეტყობინების სახით. იმ შემთხევევაში, თუ შეკვეთა იგვიანებს, ჩვენი ცხელი ხაზის თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და გაცნობებთ ამის შესახებ.

  • ამ მომენტისათვის ნაღდი ფულით ანგარიშსწორება ყველა რესტორანთანაა შესაძლებელი, ხოლო რამდენიმე რესტორანი ონლაინ გადახდის საშუალებასაც იძლევა. თითოეული რესტორნის ინფო სექციაში შეგიძლიათ იხილოთ შესაძლებელი გადახდის მეთოდები.

  • Foodpanda-ზე ონლაინ შეკვეთას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

    1. მრავალფეროვანი არჩევანი: ჩვენ რესტორნების და მენიუების ფართო არჩევანს გთავაზობთ; თქვენ არ გიწევთ სხვადასხვა მენიუების შეგროვება ან მხოლოდ რამდენიმე რესტორნით შემოფარგვლა. ჩვენს ვებ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ ყოველდღე ახალი კერძი, სამზარეულო და რესტორანი აღმოაჩინოთ.

    2. მეტი დრო არჩევანის გასაკეთებლად: იმის ნაცვლად რომ ტელეფონში მოისმინოთ კერძების გრძელი ჩამონათვალი და ზეპირად, ნაჩქარევად მიიღოთ გადაწყვეტილება, თქვენ გაქვთ დრო და შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში დეტალურად შეისწავლოთ კერძების არჩევანი / ფასები და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ არჩევანი.

    3. იცი რას მიიღებ: ჩვენ გაძლევთ საშუალებას გაეცნოთ სხვა მომხმარებლების შეფასებებს და რესტორნების რეიტინგებს და ამგვარად გააკეთოთ სწორი არჩევანი.

    4. სიმარტივე: თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ყველა წინა შეკვეთა და მარტივად შეუკვეთოთ განმეორებით. ყოველ მომდევნო შეკვეთაზე თქვენ ზოგავთ დროს და თავიდან იცილებთ გაურკვევლობებს.

როგორ მუშაობს

  • ფუდპანდა გაძლევთ საშუალებას მარტივად შეუკვეთოთ საკვები ქალაქში არსებული საუკეთესო რესტორნებიდან და მიიღოთ სასურველი კერძები ადგილზე მიტანით, თქვენთვის სასურველ ადგილას.

    ჩვენ გვჯერა რომ საკვების შეკვეთა უნდა იყოს მარტივი, სწრაფი და აუცილებლად სახალისო.

  • თუ ყველა რესტორნის ნახვა გსურთ, მონიშნეთ ქალაქი, უბანი და თქვენ გექნებათ საშუალება იხილოთ ყველა ის რესტორანი, რომელსაც მოაქვს საკვები ამ უბანზე.

  • ფუდპანდას სამუშაო საათები 11:00-დან 03:00 მდეა. 31 დეკემბერს და 1 იანვარს ჩვენი სამუშაო დღე 20:00-ზე მთავრდება.

    აარასამუშაო საათებში თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ წინასწარ და მიუთითოთ თქვენთვის სასურველი კონკრეტული(სამუშაო) დრო შეკვეთის მოსატანად.

ჩემი ანგარიში

  • თუ თქვენი ანგარიშის პაროლი დაგავიწყდათ, საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა დააჭიროთ ღილაკს ‘’შესვლა/რეგისტრაცია’’, შემდეგ დააჭიროთ ბმულს ‘’დაგავიწყდათ თქვენი პაროლი?’’ და შესაბამის ველში ჩაწეროთ თქვენი ელექტრონული მისამართი. პაროლის აღსადგენი ბმული მოგივათ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

  • დააჭირეთ ღილაკს‘’შესვლა/რეგისტრაცია’’, შეავსეთ შესაბამისი ველები და დააჭირეთ ღილაკს ‘’რეგისტრაცია’’. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ შეკვეთის განთავსების დროსაც; თქვენი მისამართი და შეკვეთის დეტალები დამახსოვრებული იქნება.

რესტორნებისათვის

  • გსურთ გახდეთ foodpanda-ს პარტნიორი რესტორანი?
    უკვე ხართ ჩვენი პარტნიორი და გაქვთ კითხვა?
დაგვიკავშირდით მისამართზე:
[email protected]

პრესისათვის

  • გსურთ ჩვენ შესახებ სტატიის ან რეპორტაჟის მომზადება, ინტერვიუს ჩაწერა ან სურათების ან/და ლოგოების გამოყენება?
დაგვიკავშირდით მისამართზე::
[email protected]

 

foodpandaს მობილური აპლიკაცია
ფუდპანდა თქვენს მობილურში!

გადმოიწერეთ ჩვენი აპლიკაცია და შეუკვეთეთ საკვები ნებისმიერი ადგილიდან!