ჩვენს შესახებ

რა არის ფუდპანდა?

ჩვენი ახალგაზრდა, კრეატიულად მოაზროვნე გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობს რათა ფუდპანდა აქციოს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ონლაინ საკვების შეკვეთის პლატფორმად.

ჩვენ გვჯერა რომ საჭმლის ონლაინ შეკვეთის სერვისი უნდა იყოს მარტივი, სწრაფი და აუცილებლად სახალისო! ჩვენ გვინდოდა რომ ეს ყველაფერი რეალურად ყოფილიყო შესაძლებელი და ჩვენ შევქმენით ფუდპანდა!

საჭმლის შეკვეთა ფუდპანდაზე

ვერ ახერხებთ ლანჩისთვის ოფისიდან გასვლას? მოგბეზრდათ ყოველდღე ერთი და იგივე კერძები?

თქვენ აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, თუ რომელი რესტორანია თქვენთან ახლოს. ფუდპანდაზე შეგიძლიათ იხილოთ თქვენთან ახლოს მდებარე რესტორნების მრავალფეროვანი ჩამონათვალი და მათი მენიუ. შეიყვანეთ თქვენი ადგილმდებარეობა და მოძებნეთ რესტორანი - სამზარეულოს ტიპის, ფასის დიაპაზონის ან სხვა კატეგორიის მიხედვით. გაიგეთ რა პირობებით და რა დროში შეასრულებს რესტორანი თქვენს შეკვეთას და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რესტორანმა დროულად მოგიტანოთ თქვენთვის სასურველი კერძი, თქვენთვის სასურველ ადგილას.

საჭმლის შეკვეთა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი!



თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ან კომენტარები ჩვენს სერვისთან დაკავშირებით, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ უმოკლეს დროში!





foodpandaს მობილური აპლიკაცია
ფუდპანდა თქვენს მობილურში!

გადმოიწერეთ ჩვენი აპლიკაცია და შეუკვეთეთ საკვები ნებისმიერი ადგილიდან!